Sunday, March 2, 2014
Friday, February 21, 2014
ტრენინგის მეცხრე დღე
დავათვალიერეთ და განვიხილეთ ერთმანეთის პრეზენტაციები, პროექტისთვის შექმნილი საქაღალდეები. ვისწავლეთ და ავტვირთეთ ბლოგზე ჩვენი ნამუშევრები. საინტერესოდ და პროდუქტიულად წარიმართა დღე და უზომოდ კმაყოფილი დავრჩი, რადგან ჩვენი ტრენერი საჭირო, აუცილებელი და პრაქტიკული რჩევებით გვიმაღლებდა საკუთარი თავის რწმენას. ეს ტრენინგი ეფექტურს და მრავალფეროვანს გახდის მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობას და საკითხების ახლებურად გააზრება-ხედვაში შეიტანს სასარგებლო ცვლილებებს.

Saturday, February 8, 2014
ტრენინგის პირველი-მეორე დღე
გავეცანი ძირითად მოთხოვნებს, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. ინტელის სასწავლო პროგრამის ძირითადი კურსის მნიშვნელობას. გავეცანი ელექტრონულ სახელმძღვანელოს.
შევქმენი საქაღალდეები, რომელშიც მოთავსდება ჩვენ მიერ მოძიებული ელექტრონული რესურსები.განვიხილეთ სასწავლო გეგმის შაბლონები - მზა გეგმები, სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესი. პროექტებზე დაფუძნებული სწავლების მნიშვნელობა. დავათვალიერეთ გამოცემის ნიმუშები და დავიწყეთ საკუთარი ნიმუშის შექმნა. გავაკეთე ჩემი პროექტის გეგმის პირველადი მონახაზი.

Subscribe to:
Posts (Atom)