Sunday, March 2, 2014

Friday, February 21, 2014

ტრენინგის მეცხრე დღე
დავათვალიერეთ  და განვიხილეთ ერთმანეთის პრეზენტაციები, პროექტისთვის შექმნილი საქაღალდეები. ვისწავლეთ და ავტვირთეთ ბლოგზე ჩვენი ნამუშევრები. საინტერესოდ და პროდუქტიულად წარიმართა დღე და უზომოდ კმაყოფილი დავრჩი, რადგან ჩვენი ტრენერი საჭირო, აუცილებელი და პრაქტიკული რჩევებით გვიმაღლებდა საკუთარი თავის რწმენას. ეს ტრენინგი ეფექტურს და მრავალფეროვანს გახდის მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობას და საკითხების ახლებურად გააზრება-ხედვაში შეიტანს სასარგებლო ცვლილებებს.

ტრენინგის მერვე დღე
განვიხილეთ ერთმანეთის საქაღალდეები, უკუკავშირის საფუძველზე შევიტანეთ ცვლილებები საკუთარ ნამუშევრებში. ვიმუშავებთ მოდულზე ფასილიტაცია ტექნოლოგიებით, როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას.
ტრენინგის მეშვიდე დღე
გავეცანით მეექვსე და მეშვიდე მოდულებს. ვიმსჯელეთ თუ როგორ გამოვიყენოთ პროექტით სწავლება მოსწავლეთათვის უფრო ეფექტური სასწავლო გარემოს შესაქმნელად.




ტრენინგის მეექვსე დღე
გავაკეთეთ პრეზენტაციები, შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები, განვიხილეთ მეოთხე მოდული. დავათვალიერეთ რესურსები მოსწავლის ნიმუშების შექმნაზე. ვნახეთ შეფასების ნიმუშები და დავიწყეთ მათ შესრულებაზე მუშაობა. 



Saturday, February 8, 2014

ტრენინგის მეხუთე დღე.
გავიხსენეთ საპრეზენტაციო პროგრამა, განვიხილეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა, საავტორო უფლებები, უკუკავშირი. გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაციები და ვისწავლეთ ბლოგზე ატვირთვა.

ტრენინგის მეოთხე დღე

გავეცანით ელექტრონულ სახელმძღვანელოში მესამე მოდულს. გავეცანი შეფასების სტრატეგიებს, მეთოდებს. საკუთარი პროექტისთვის შევქმენი შეფასების ფორმა. მოვისმინეთ რამდენიმე მოსაზრება პროექტის შესახებ.